სერვისები

თქვენს საქმიანობაზე მორგებული ბუღალტრული მომსახურება

გაათავისუფლეთ დრო ბიზნესისთვის — ფინანსებს ჩვენ მივხედავთ.

საგადასახადო კონსულტაცია

  • ჩვენ გეხმარებით ბიზნესისთვის სწორი საგადასახადო გადაწყვეტილებების მიღებაში.
  • დეტალურად განგიმარტავთ თქვენს ვალდებულებებს, რათა თავიდან აიცილოთ ფინანსური რისკები და ზედმეტი ხარჯები.
  • ჩვენი მიზანია, თქვენმა ბიზნესმა იმუშაოს კანონის სრული დაცვით, თქვენ კი მიიღოთ მაქსიმალურად ოპტიმალური საგადასახადო შედეგი.
Estate Planning

საბუღალტრო აღრიცხვა

  • კლიენტის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ უზრუნველყოფთ საბუღალტრო ოპერაციების სრულყოფილ აღრიცხვას IFRS სტანდარტების შესაბამისად.
  • დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე ვამზადებთ საგადასახადო დეკლარაციებსა და ფინანსურ ანგარიშგებებს, რაც საშუალებას გაძლევთ, კომპანიის საქმიანობის შედეგები ზუსტად და სიღრმისეულად გააანალიზოთ
Share Planning

საგადასახადო პორტალის მართვა

  • ჩვენ ვუზრუნველყოფთ კომპანიის საგადასახადო პორტალის (rs.ge) სრულ მართვას, რაც მოიცავს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მუდმივ განახლებას.
  • ჩვენი გუნდი ახორციელებს პორტალის სისტემატურ მონიტორინგს, ამზადებს და გზავნის ოფიციალურ განცხადებებს და საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს პროფესიულ წარმომადგენლობას საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაციის პროცესში
Asset Purchase

დეკლარაციები

კლიენტის მიერ მოწოდებულ და ჩვენ ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა საჭირო საგადასახადო დეკლარაციის მომზადებას, მათ დეტალურ გადამოწმებასა და დროულ წარდგენას საგადასახადო ორგანოებში

Realestate Planning
საერთაშორისო და ადგილობრივი კლიენტების მომსახურება

ჩვენ ვემსახურებით როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კომპანიებს და ვუზრუნველყოფთ სრულ საგადასახადო და საბუღალტრო მხარდაჭერას. მომსახურება მოიცავს დეტალურ საგადასახადო კონსულტირებას, საბუღალტრო აღრიცხვის სრულ წარმოებასა და საგადასახადო ორგანოებთან პროფესიულ წარმომადგენლობას. ჩვენ მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები კლიენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ოპერატიული გადაწყვეტილებები და ეფექტურად მართონ ბიზნესპროცესები.

Contract

ფინანსური რეპორტები

ჩვენ ვუზრუნველყოფთ კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას: ფინანსური მდგომარეობის (ბალანსი), სრული შემოსავლის (მოგება/ზარალი) და ფულადი ნაკადების (Cash Flow) ანგარიშგებებს. აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერისა და საქმიანობის ანალიზის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს. იგი უზრუნველყოფს ფინანსურ გამჭვირვალობას როგორც მენეჯმენტის, ისე სახელმწიფო სტრუქტურების წინაშე.

მიღწევები 

ჩვენი როლი თქვენი ბიზნესის წარმატებაში

  • სიზუსტე და პუნქტუალურობა: სამუშაოს ყოველთვის უცდომელად და დათქმულ ვადებში ვასრულებთ;
  • პერსონალიზებული მიდგომა: ჩვენი მომსახურება სრულად არის მორგებული თითოეული კლიენტის სპეციფიკაზე;
  • ფინანსური სტაბილურობა: ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ფინანსურ წესრიგსა და სიმშვიდეზე;
  • მომსახურება: ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.
  •  

უფასო კონსულტაცია

დროის მენეჯმენტი

0 +

გამოცდილება

პასუხისმგებლობა

Reach Out Today For Legal Assistance

Lorem ipsum dolor sit amet adipiscing elit, sed do eiusmod tempor incididunt uamet, do eiusmod tempor

Scroll to top
error: კონტენტი დაცულია!!